ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ინგუშეთის რესტორნიდან გაქცეული დათვი ხალხს თავს დაესხა

რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკში რესტორნიდან დათვი გაიქცა, რის შემდეგაც ცხოველი ადამიანებს თავს დაესხა.

„დათვი ქალაქის პარკში მდებარე ერთ-ერთი კერძო რესტორნის ტერიტორიაზე, გალიაში ცხოვრობდა. იქ კიდევ რამდენიმე ცხოველი ჰყავთ“, – განაცხადეს კარაბულაკის ადმინისტრაციაში.

10 აპრილს დათვი კარაბულაკში ორ ადამიანს დაესხა თავს, შემდეგ კი ის პოლიციელებმა მოკლეს. ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაშავებულმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, მეორე დაშავებული კი უკვე სახლში გაწერეს.

იტვირთბა....