ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ბაზრობაზე ცხენის და ვირის ხორცი გავრცელების ფაქტზე 2 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასად ცხენისა და ვირის ხორცს იძენდნენ. შეძენილ ხორცს თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ და მის რეალიზებას ბაზრობებზე და კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმროაბას ითვალისწინებს.

იტვირთბა....