ტაქსის მძღოლები დღეს აქციის გამართვას საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გეგმავენ.
რამდენიმე ათასი მძღოლი კახა კალაძეს მიმართავს, უარი თქვას რეგულაციებზე, არ შეიცვალოს მანქანების ფერი და დაუბრუნონ მძღოლებს ძველი საპარკინგე ადგილები.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახი კალაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ქალაქში ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ახალი რეგულაციები აუცილებელია.
ტაქსის მძღოლების განცხადებით, რეგულაციებით ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.