საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მწვავე კითხვებს პასუხობს. მამუკა ბახტაძეს კითხვა დაუსვეს არჩევნების პერიოდში საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიკვდილს „ადამიანური ტრაგედია“ უწოდა.
“რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა.