ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო ევროსაბჭოს ფულად დახმარებას გაუწევს” – ჩუგოშვილი

ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო ევროსაბჭოს ფულად დახმარებას გაუწევს.

ჩუგოშვილის თქმით, საქართველო აპირებს ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის ერთჯერადად შეტანას.

„აქცენტები იქნება იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა 20 წლის განმავლობაში, ვინაიდან მთავარი მიზანი პრემიერის ვიზიტის 20-წლიანი თარიღის აღნიშვნა არის. ასევე იქნება გამოწვევებზე საუბარი, რომელიც, პირველ რიგში, უკავშირდება ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ასევე, საქართველო აპირებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხობრივ შენატანს ეხება, ვინაიდან ევროსაბჭოს ბიუჯეტში სერიოზული გამოწვევები აქვს საწევროს გადახდასთან დაკავშირებით” –  განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს.

იტვირთბა....