aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფხაზეთში ქართველებს საკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლებას ართმევენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ.

შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში აფხაზმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უყარეს კენჭი.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატ რაულ ლოლუას განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზია, რომელიც უნდა “გამოსწორდეს”.

“ჩვენ მოგვმართეს ვვეტერანებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათთან მიდიან ქართული ეროვნების ადამიანები, რომლებიც ომამდე აფხაზეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფზაზეთი დატოვეს და ქონების დამტკიცებას ცდილობენ, იფორმებენ ქონებას ნოტარიუსის და სასამართლოს საშუალებით. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შევცვალოთ კანონი და ავუკრძალოთ მემკვიდრეობის მიღება იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ან ეხმარებოდნენ ოკუპანტ ძალებს“- განაცხადა ლოლუამ.

ახალი საკანონმდებლო ნორმა საკუთრების უფლებაზე, აღნიშნული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.

იტვირთბა....