მთავარი საზოგადოება ციტატა

“მსურს, 20 წლის შემდეგ გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი” – ბახტაძე

„20 წლის წინ – 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ ამ შესანიშნავ ქალაქში – სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ, ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს „ჩირაღდანი“ და მომდევნო თაობებს გადავცეთ’

მამუკა ბახტაძე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლიაზე სიტყვით გამოსვლისას

იტვირთბა....