გენერალურ პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა და ბენზინი გადაისხა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ინციდენტი ამოწურულია და მამაკაცი პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.