ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდა დაჭრეს.

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობს პოლიცია და აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებებს. უწყება გამოძიების მუხლსა და დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.

 

 

 

იტვირთბა....