ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ივანიშვილის” – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

მისი განცხადებით ივანიშვილის პოლიტიკური მეხსიერება მოკლე აღმოჩნდა.

ბესელიას თქმით, ივანიშვილმა მისი გუშინდელი ინტერვიუთი ხაზგასმით წარმოაჩინა ის განსხვავება, რაც მასსა და პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს შორის არსებობს.

“ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა.

არ შეიძლება არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი როგორც თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ.

“თავად გასცა პასუხის იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან და რატომ დავტოვე, პარტია რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე თავად უპასუხა ამ კითხვას. სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომელის დემონსტრირებაც მოახდინა მან ამ ინტერვიუთი. მან თქვა რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა. ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლი არიან იმიტომ რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ ადეიშვილ-მერაბიშვილი თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ტელეკომოანია იმედის ეთერში გავიდა.

იტვირთბა....