“ცენტრ პოინტის” საქმის „მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ – სასამართლოს მიმართა რჩეულიშვილმაც. ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება, მომხდარში “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.
მაია რჩეულიშვილს და ქეთევან ჟორდანიას თაღლითობით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.