”ეტყობა, ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა თავისუფალ დემოკრატების და ევროპული საქართველოს საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისათვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება ბატონო ბიძინა თქვენი ეს მცდელობა”.
შალვა შავგულიძე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი