“ეს, რა თქმა უნდა, არ არის გულწრფელი წერილი. იგი დაკავშირებულია პოპულისტურ გათვლასთან და მოახლოებული არჩევნების შიშთან. როცა ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ არ უნდა იყოს ურთიერთდაპირისპირება და უნდა იყოს ერთობა, სწორედ ამისი საპირისპიროა მთელი მისი მოღვაწეობა. მიმართულია სწორედ მტრობისკენ, აგრესიისკენ, განსხვავებული აზრის შეუმწყნარებლობისკენ”.
თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე