“9 აპრილის გარეშე, შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც მაშინდელი და არც დღევანდელი დამოუკიდებლობა. როგორც ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ასევე რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას. არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას და არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში“.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი