მთავარი საზოგადოება ციტატა

“9 აპრილს მძიმე მსხვერპლის ფასად გამარჯვება მოვიპოვეთ” – ძიძიგური

30 წელმა თვალის დახამხამებაში გაირბინა. ამ 30 წლის განმავლობაში ყველამ იცის საქართველოში, რა მოხდა 9 აპრილს. 9 აპრილს დაიღუპნენ ჩვენი გოგო-ბიჭები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მოვიპოვეთ გამარჯვება, მართალია, მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ.

ეს არის ერის კონსოლიდაციის უპრეცედენტო მაგალითი, რომელიც 30 წლის წინ იყო. 9 აპრილს როგორც იყო საქართველო შეკრული, ასე ერთად შეკრული საქართველო ამის შემდეგ აღარ მახსოვს. იმედი მაქვს, ოდესმე, კიდევ იქნება

ზვიად ძიძიგური

იტვირთბა....