“ერთ კანდიდატს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს – მას როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა – მიხეილ სააკაშვილი. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა-თამაშები დაუწყო. ასეთმა ქცევამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მას საქართველოს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. პეტრო პოროშენკოს რომ სახურავზე აძვრომა და იქიდან ყვირილი არ მოუწიოს – “არიქა, მიშველეთ, უკრაინელებოო”, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა მას მხარი დაუჭირონ…”
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო
სააგენტო „ანადოლუ”