ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ ე.წ.ხორავას ქუჩის საქმე საფუძვლიანად გამოძიებული არ არის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ ე.წ.ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.

გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ ზოგადად, გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი.

შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეთა შორის დაპირისპირებას 2 მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია. პარლამენტში ამასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა ზაზა სარალიძე დღემდე უკმაყოფილოა გამოძიებით. ის აცხადებს, რომ მკვლელი დღემდე დაჭერილი არ არის.

იტვირთბა....