სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა. კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.
მაშინ დეპუტატებმა მიზეზად დაასახელეს, რომ ცუდი სმენადობის გამო ვერ გაიგეს თუ რა კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.