“პოლიტიკური წარსული ერთმანეთს არ უნდა შევახსენოთო, ბატონმაბიძინამ…
ანუ ივანიშვილს არ უნდა წამოაძახონ 9 აპრილს ქართველების სისხლით მოსვრილი ლებედის დაფინანსება.
ივანიშვილს და კალაძეს არ უნდა შეახსენონ ნაცმოძრაობის მხარდაჭერა 2004-08 წლებში.
არც მაშინდელ მოსამართლეებს, პროკურორებს და ფინანსურის მაღალჩინოსნებს.
არც მაშინდელ დეპუტატებს თუ სხვა თანამდებობის პირებს, 2 ოქტომბერს რომ დაპორტირდნენ ოცნებაში.
მარტო ჩვენ უნდა შეგვახსენონ და მორალი გვიკითხონ, თავად ამორალურებმა.
და კიდევ – დაპირისპირება უნდა დავასრულოთო – გვითხრა მან, ვინც სისხლისღვრითა და სამოქალაქო ომით გვაშინებდა სულ ახლახან… ვინც მოქალაქეების ტერორით, ადმინისტრაციული წნეხით და კრიმინალების მეშვეობით გაუფორმა გამარჯვება თავის კანდიდატს”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.