“უმრავლესობაში წითელ და მწვანე ვაშლებს გვიგზავნიდნენ, ღილაკები რომ ვინმეს არ არეოდა და ახლა დაღეჭვით ახსნაზე გადავიდნენ, რადგან ჩვენთვის უცნობია, ირაკლი კობახიძე რას გეგმავს. რამდენი კანონპროექტი ჩაუვარდებათ და მისი კოლეგები შეტყობინებებს ვერ გებულობენ, ამის გადახდა ჩვენ გვიწევს. დამოუკიდებელ დეპუტატებთან არავინ კონტაქტობს. სალომე ზურაბიშვილს ინფორმაციას აწვდიდნენ და ეტყობა, ახლა ათი დეპუტატისთვის გზავნილის გაკეთება უჭირთ. ვინ გზავნიდა? უფროსი კოკა ყანდიაშვილი ჰყავდათ. რაც შეეხება გამოცდების გაუქმების საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას, რას ნიშნავს ჩვენი პასუხისმგებლობა? ჭიათურელებს მოთმინება არ აქვთ, როცა ზესტაფონელებს ეძახიან? ისინი თუ ითმენენ, გამოცდების გაუქმების საკითხი ბავშვებმა ერთი კვირით მოითმინონ. ქვეყანაში გამოცდები უნდა იყოს. ბავშვებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას რაც უფრო გავურთულებთ, მით უკეთესია, მეტი წინააღმდეგობა, მეტი გამძლეობა“.
დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი