ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დავით ბაგრატიონმა ანას დაურეკა, სთხოვდა, შვილისთვის კარგად ეპატრონა

“როცა გამოძიება დაიწყო, დავით ბაგრატიონს მაშინ გაუჩნდა მზრუნველი შვილის იმიჯის მორგების სურვილი და წავიდა დედის სანახავად”, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, დავით ბაგრატიონის ადვოკატისგან, ბატონი ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, რომ დედამისი შუაღამისას გახდა ცუდად და მაშინვე წავიდა წავიდა დავითი ესპანეთში, რეალურად კი დავითი ანა ბაგრატიონს შუადღისას ესაუბრა.

“ეს ჩემთვის ცნობილი გახდა არა უშუალოდ ანას მოყოლის შედეგად, არამედ პირადად ვიყავი შემსწრე, რომ დავითმა ანას დაურეკა მობილურით. ეს იყო უცნაური, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ უკვე საკმაო პერიოდია. პირადად მოვისმინე ეს საუბარი. საუბარი იყო ძალიან უცნაური. იგი იყო ძალიან აღელვებული, ცრემლებამდე აღელვებული ისტერიულად მოითხოვდა ანასგან, რომ მათი შვილისთვის, გიორგისთვის კარგად მოევლო, კარგად ეპატრონა, რაც უცნაური იყო მისი მხრიდან.

ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ნამდვილად არ ჰგავდა. არ პასუხობდა ანას შეკითხვებს. არაფერი უხსენებია საკუთარი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საუბრის ბოლოს გამოემშვიდობა ანას, ეს არ იყო ჩვეულებრივი დამშვიდობება, ეს იყო გამომშვიდობება, თითქოს, მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან მინიშნება მოგვცა, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ შუადღეზე განზრახული ჰქონდა საქართველოს დატოვება. ჩვენი ინფორმაციით, მის მიერ ავიაბილეთების შეძენა დროში მნიშვნელოვნად უსწრებს დედამისის ცუდად გახდომის პერიოდს”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქვეყანა ამიტომაც დატოვა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ვერ იხილავს სამეფო სახლის მეთაური როგორ ადის ქალაქის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის”.

იტვირთბა....