ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დიღმის მასივში დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთნ დაკავშირებით, განაცხადა, რომ დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა საყურადღებოა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორივე მათგანს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.
„აფეთქების შედეგად რვა ადამიანმა მიიღო დაზიანება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. თუმცა, მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებიდან გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის“,- აღღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.