„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და მედიასაშუალებებს სთხვს არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.
„კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 საათზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით, სიცრუეა. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღესდიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.დაშავებულია რამოდენიმე ადამიანი.