ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორის პატრულმა და მოქალაქემ ერთმანეთი დაწყევლეს

– “არ მოგახმაროს ღმერთმა ეს ჯარიმა”, – უთხრა 50 წლამდე ასაკის ქალმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პატრულმა მისი მეუღლე საგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

“შენკენ იყოს ეს ყველაფერი”,- უპასუხა პატრულმა.

“ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც პატრულის მტკიცებით საგზაო მოძრაობის წესები გორის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია, პატრულს არაერთხელ უთხრა, რომ ჯარიმას უსამართლოდ უწერდნენ.

ცოლ-ქმრის პროტესტის მიუხედავად, პატრულმა “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლს ჯარიმა მაინც დაუწერა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე
წყარო: “რადიო მოზაიკა

იტვირთბა....