ბარსელონაში სპეცოპერაციის შემდეგ, საქართველოს დაკავებული 30 მოქალაქიდან სასამართლომ მხოლოდ ორი გაათავისუფლა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
კურიერის ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულებიდან ისინი, ვისაც ესპანელი სამართალდამცველები კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ისინი კი, ვინც ესპანეთში არალეგალურად იმყოფებიან, საემიგრაციოში გადაიყვანეს. თუმცა, ოფიციალური განმარტება, რა ბედი ელით დაკავებულ ქართველებს, ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.
უცნობია იმ 20-მდე ოჯახის ბედიც, რომელიც იმ მიტოვებულ სკოლის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში სპეცოპერაციის შედეგად 66 მოქალაქე დააკავეს.