ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზურნიშვილი – უახლოეს პერიოდში აზარტული თამაშების რეკლამის ამკრძლავი კანონპროექტი იქნება ინიცირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტი პარლამენტში წინაშე უახლოეს მომავალში შევა.

როგორც მეზურნიშვლმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ახალ კანონპროექტზე მუშაობისას საპატრიარქოც ჩართული იქნება.

“კანონის ჩაგდება ისე შეიფუთა, რომ ვითომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგია ასეთი ტიპის რეგულაციების. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ არის. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, უახლოეს პერიოდში, იქნება ინიცირებული ანალოგიური კანონი, ამ კანონში გარკვეული რეგულაციები შეიცვლება”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა პარლამენტის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნოდა.

კანონპროექტმა 42 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

იტვირთბა....