არ ვიცი, როგორ შეიძლება ერის სულიერ მამას უწოდო მოძალადე და დისკრიმინატორი, – ამის შესახებ “ქართლი მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრეგაძეს განცხადებით, ჩუგოშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
„რაც ვიხილეთ, იყო შეურაცხმყოფელი ფაქტი და იყო ძალიან ცუდი აქტი, როდესაც შვილის ტოლა ადამიანმა, მამის ტოლა ადამიანს საუბარი არ აცადა. რაც შეეხება შინაარსს, არ ვიცი, როგორ შეიძლება ერის სულიერ მამას უწოდო მოძალადე და დისკრიმინატორი. გამოვდივართ ინიციატივით, თამარ ჩუგოშვილმა ბოდიში მოიხადოს.
შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ნემსაძის განცხადებით, თუ თამარ ჩუგოშვილი საზოგადოებას არ მოუბოდიშებს, მისი პოლიტიკური ცხოვრება გართულდება.
სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა.
„უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება და არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას“,- აღნიშნა კვიციანმა.
ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა.
კვიციანის ინიციატივა ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 27-მა დეპუტატმა დაუჭირა.