aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი – „კლანი“ არსებობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი – „კლანი“ არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა „კლანი“ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

ამავე კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ.

კვლევა, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოტ ბმულზე: “საზოგადოებრივი აზრის კვლევა: კორუფცია, ნდობა ინსტიტუტების მიმართ და საჯარო პოლიტიკის საკითხები”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.

იტვირთბა....