მედიაში გავრცელდა “თიბისის” მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანიის ინფორმაცია, თითქოს რომ „თიბისი ბანკის“ ანგარიშის თანახმად, ბანკის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია დარწმუნდა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 1.1 მილიონი ლარის ჯარიმა სწორად იყო დარიცხული და რომ ბანკმა ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა. როგორც გამოცემა ირწმუნება, ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ანგარიშში წერია.
“მეტრონომი” დაუკავშირდა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს, ირმა გოგოტიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მოხდა თარგმანში შეცდომა.
“ინტერპრეტაციები არის არასწორი, ჩვენ ვესაუბრეთ ამ სააგენტოს. სწორი ინტერპრეტაცია რეალურად, ასეთია: ჩვენ შევამოწმეთ, როგორც აუდიტორულმა კომპანიამ და ჯარიმა სწორად იყო ბუღალტრულად აღრიცხული ბანკის მიერ თავის ანგარიშგებაში და შევადარეთ ის 2012 წლის 12 მარტის დათარიღებულ გადახდებს” – განუცხადა “მეტრონომს” აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.