“აქ ვიღაცამ ოპოზიციიდან შედარება მოიტანა შევარდნაძის შეიარაღებულ ძალებთან. შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებულმა არმიამ 90-იან წლების დასაწყისში წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს და უამრავი ადამიანი გმირულად დაიხოცა იქ. თქვენ კი 2008 წელს, ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან, როდესაც ბიუჯეტი გქონდათ მილიარდნახევარი”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. კერძოდ, ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებდა.
იტვირთბა....