“ის არავის დაუბარებია ჩვენებაზე, ეს ერთი. მეორე, განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისაგან ჩემს მარწმუნებელს აქვს თავმოყვარეობისა და სირცხვილის გრძნობა. ის არ დაუშვებს, რომ ამდაგვარი სცენა იხილოს საქართველომ, რომ სამეფო სახლის მეთაური ადის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის დამამცირებელი. ეს არის დამამცირებელი მისი სტატუსის ადამიანისთვის”, – განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონს ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მათი თანაცხოვრების დროს მომხდარ ფაქტს.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/580355145803029/