ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მადრიდში გაემგზავრა. როგორც მისი ადვოკატი, ლევან ჩხაიძე აცხადებს, ქვეყნის დატოვების მიზეზი დედის ავადმყოფობა გახდა.
“ჩავა თუ არა, საავადმყოფოდან გამოგზავნილ ყველა დოკუმენტაციას გავასაჯაროვებთ”, – აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ დავით ბაგრატიონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი მისი შვილის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გახდა.
შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სამართალდამცველებმა უკვე ორჯერ გამოკითხეს.

ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონი მას სცემდა.
ყოფილი ცოლ-ქმარი სასამართლოში ქონების გაყოფაზეც დაობს.

იტვირთბა....