ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზელენსკიმ პოროშენკოს სტადიონზე დებატები შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ, კონკურენტი პეტრო პოროშენკო დებატებში სტადიონზე მიიწვია.

ზელენსკის აზრით, კონკურენტებს შორის დებატები მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს.

პოროშენკოს განცხადებით, დებატების ჩატარების წესი კანონმდებლობაშია გაწერილი და საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე უნდა გაიმართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეორე ტურში გასული კანდიდატი მას სადებატოდ სტადიონზე იწვევს, თანახმაა გამოწვევაზე.

“სტადიონი გინდათ, იყოს სტადიონი, გელოდებით” , – მიმართა პოროშენკომ ზელენსკის სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით და მას კანონმდებლობაში გაწერილი წესის წაკითხვა ურჩია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დებატები.

იტვირთბა....