უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. მეორე ტურში ერთმანეთს ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.
საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების მიხედვით ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩევლების 30%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს 16 %-მა მისცა.
უკრაინის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მესამე ადგილზე გავიდა იულია ტიმოშენკო, რომელსაც ხმა ამომრჩევლების 13,4%-მა მისცა, მეოთხე იყო იური ბოიკო 11,67%-ით. ყველა სხვა კანდიდატმა 10%-ზე ნაკლები მიიღო. პირველ ტურში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა.