aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კარლ ჰარცელი – დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ია კერზაიას მსგავსი საქმეების გამოძიება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ამ დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფაქტი ტრაგიკული იყო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალებასთამ დაკავშირებით გამოზიება უკვე დაიწყო. ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

იტვირთბა....