ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს 2 დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის, ელისო რუხაძის განცხადებით, ანა ბაგრატიონის სურვილია, იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, პასუხი აგოს და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს.

უფლებადამცველი განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა.

„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს.

ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს.

ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის.

ის 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, ის ვალდებულია, ამ მხრივ გამოძიება აწარმოოს”, – აცხადებს რუხაძე.

იტვირთბა....