NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს:
“მადლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოსვლისთვის, მაგრამ საკითხს სიცხადე აკლია: რა გაკეთდა? ამოიღეს ის პროდუქტი მაღაზიიდან, რომელიც ტყვიას შეიცავს? დაიხურა მაღაზიები? საზოგადოებას აცნობეს? შეჩერდა წარმოება? იცნო პროდუქტი მოწამლულად? მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი”, – წერს თორნტონი სოციალურ ქსელში.
NGO-ებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარეს. სულ 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი იქნა შესწავლილი.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.
“ტყვია ჩვენს საჭმელში, ჰაერში, სათამაშოებში … საქართველოს მინიმალური სტანდარტები აქვს”