ბათუმში, სასტუმრო “მგზავრების” საუნაში პირსახოცებს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვამლიანების გამო მოხდა დამსვენებლების ევაკუაცია.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ხანძრის ამსახველ ვიდეომასალას ერთ-ერთი მოქალაქე, მიშა ბოლქვაძე ავრცელებს.