aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

კიევიდან და ბაქოდან ბათუმისკენ ავიარეისები ინიშნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბაქოდან და კიევიდან ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება. კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს SkyUp Airlines, ხოლო ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით — Buta Airways შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს.

დაბალბიუჯეტიანი SkyUp Airlines რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის თვითმფრინავი იფრენს.

აზერბაიჯანული Buta Airways ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2-ჯერ, ყოველ პარასკევს და კვირას შესრულდება.

იტვირთბა....