მთავარი სოციალური ქსელი

ცოტნე გამსახურდია პატრიარქზე – ამ ჯვრით სპეკულაციებს ვეღარ შეეშვა, დახელოვნებულია!

“შევარდნაძე რომ მონათლა ქაშვეთში, იმაზეც ეგრე თქვა: მძიმე ჯვარი აქვს, მაგრამ ვინც მისცა ეს ჯვარი, მან მისცა მისი ტარების ძალაცო. ამ ჯვრით სპეკულაციებს ვეღარ შეეშვა, დახელოვნებულია! მორჩენილია ზეიმი, მალე ჩაბარდებით ისტორიას თქვენი ფარისევლობით, სიცრუით და მომხვეჭელობით! ვეღარ გიშველით ერთი მუჭა, ნასუფრალს შეჩერებული ბრმევლი, ხალხი ასე იოლად აღარ ტყუვდება…”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა გუშინ ზვიად გამსახურდიაზე კომენტარი გააკეთა.

“დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია – პირველი პრეზიდენტი საქართველოსი, მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში, ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად”.

იტვირთბა....