თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მეხანძრე-მაშველებმა, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, მიწის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშა გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული მამაკაცი.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.