ბაკურიანში, სასტუმრო “ბაკურიანი რეზიდენსში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, დამწვარია 150 მ² ფართობი.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში,
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.