ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი კითხვით:

„თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

ამ ისტორიული დღის ამსახველი ფოტოები და წერილობით დოკუმენტები დაცულია ეროვნულ არქივში.

წყარო :  საქართველოს ეროვნული არქივი

იტვირთბა....