ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზვიად გამსხურდია იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ტერიტორიულ გამთლიანებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ, საბოლოოდ გაიცემა პასუხები კითხვებს.

კობახიძის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ის იყო პატრიოტი. რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთგის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლისგავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

იტვირთბა....