„ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში, შევარდნაძეს ჰყავდა ჩამოყვანილი, რადგან მის ოჯახს უხდიდა ფულს,
შევარდნაძის დროს ჰქონდა სასახლე ზემოთ აშენებული და კარგად იყო მოწყობილი, კუდები ჰქონდა გადაფსკვნილი ჯოხთაბერიძესთან. ხშირად ამბობენ, რა დემოკრატიობანა აგიტყდა, ოკუპირებულია ტერიტორიები – რუსეთი, ამხელა უზარმაზარი ზვიგენი, რატომ აყრევინე კენჭიო. მაგრამ მეორე მხრივ დაფიქრდით, ჩვენ შემოვედით „ვარდების რევოლუციის“ დროს ლოზუნგით – დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და 2012-ში რომ გვეთქვა, ბოდიში, შემოვედით ლოზუნგებით, მაგრამ ახლა აღარ გვინდა დემოკრატია. ჯერ ერთი, ვერავინ გაგვიგებდა და მეორე, ვუღალატებდით საკუთარ თავს. მეორე, ცდუნება იყო ძალიან დიდი ქართველი ხალხისთვის. ამ კაცმა თქვა, სააკაშვილი გვხოვთ მუშაობას და სწავლას, მე კი წამოწექით დივანზე და მაცივარი სავსე გექნებათ, როგორც ჭორვილაშიო“.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი