ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კანონი და სამართალი“ პირველი არხის შემოწმებას ითხოვს

თაკო ჩარკვიანის მიერ დაარსებული პარტია, „კანონი და სამართალი” პირველი არხის საქმიანობისა და ბიუჯეტის ხარჯვის შესწავლას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, „საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს მაუწყებლობის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს“.

ამ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტი, რომ 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩვენ ვიხილეთ ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის პოლიტიკური კლიპი, სადაც მკაფიოდ ფიგურირებდა ვლადიმერ პუტინი და რუსული ტანკები. საუბარი იყო „რუსული პენსიების“ გაცემის დაპირებაზე და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაზე“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ღლონტმა.

იტვირთბა....