“გელათის ტაძარზე სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ. სახურავი გადახურეს ახალი კრამიტით, მაგრამ მალევე დაზიანდა და ახლა ბრეზენტი აქვთ გადაფარებული. გამოდის, რომ გელათის ტაძარზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამასთან, პრობლემაა ვიზიტორთა ცენტრშიც. შენობა რამდენიმე თვის წინ აშენდა, მაგრამ უფუნქციოდაა. წყლის შეყვანა ვერ მოხერხდა, არ არსებობს შესაბამის ავზი, საიდანაც ცენტრს წყალი მიეწოდება. გააკეთეს წყლის შემკრები ავზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავზი უფრო მაღლა იყო, ვიდრე წყალი და მერე დაიწყეს წყლის ძებნა. ეს არის დანაშაული, რადგან არცთუ ცოტა თანხები იხარჯება. ამასთან, დანაშაულია იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი და ტურისტული ადგილი ამდენი ხანი ვერ მოწესრიგდა”.
გოგი წულაია, პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი