„დღეს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“. ჩვენი ბლოკის კანდიდატი არის შალვა შავგულიძე. ენერგია დასაკარგი არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ შუალედურ არჩევნებში და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ არ გაუვა საკუთარი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის განხორციელება. უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და ვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, რადგან ეს ხელისუფლება მშვიდობიანად გავუშვათ. ბლოკი შეიქმნა სწორედ შუალედური არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ევროპელებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ მომავალშიც, სტრატეგიულ თანამშრომლობას ვაპირებთ 2020 წლის არჩევნებისთვის”.
ნინო გოგუაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი