ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონება 59 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, განახლდა 16 ლიფტი; ჩატარდა რვა სადარბაზოს რემონტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე; განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას თავადვე მოახმარს.

იტვირთბა....