„ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი. ქართულ საზოგადოებაში არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მძიმე დანაშაული რჩება გამოუძიებლად. 31 მარტს დავგეგმეთ ბევრი ღონისძიება და ყველას გვექნება საშუალება, საქართველოს თითოეულ კუთხეში მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. პირველი პრეზიდენტის როლი და წვლილი ჩვენს დამოუკიდებლობაში არის განსაკუთრებული. ეს იყო ქართველი ერის ისტორიული გამარჯვება, რომ დავიბრუნეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ადგილი და როლი არის სრულიად განსაკუთრებული. ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და ვუერთდები ამ პოლიტიკურ შეფასებას, რომ აქამდე ვერ მოხდა ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება და ამას ნათელი უნდა მოეფინოს“.
მამუკა ბახტაძე, პრემიერმინისტრი